ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ცხინვალის რეგიონში სოფელ ქურთაში დღეს ნაღმის აფეთქების შედეგად 23 წლის გიორგი კახნიაშვილი დაშავდა. იგი ამჟამად გორის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
 
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის განცხადებით, იქ სადაც ოსი სამშვიდობოები დგანან ასევე არიან უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ტერიტორიების დანაღმვას და ქართული სოფლების მიმართულებით სროლებს ახორციელებენ.   


 

მსგავსი/Related

Back to top button