ახალი ამბები

ბურჯანაძემ მოსკოვში ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტის დროს 1 ნოემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.


“სახეზეა ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგში პოზიტიური დინამიკა; ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, განუცხადა იგორ ივანოვმა ჟურნალისტებს ბურჯანაძესთან შეხვედრამდე.  


“ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება ორ ქვეყანას შორის, ასევე გზების მოძიება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, დასძინა ნინო ბურჯანაძემ.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ბურჯანაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკური დეკლარაციები უნდა შეესაბამებოდეს რეალურ ნაბიჯებს.


“არსებობს კონკრეტული შეთანხმებები, თუმცა სირთულეები კვლავ სახეზეა. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობები ნორმალურ ატმოსფეროში წარიმართება“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, თან დასძინა, რომ თბილისი დიდ ყურადღებას აქცევს ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე გამართულ შეხვედრებს.

მსგავსი/Related

Back to top button