ახალი ამბები

სოხუმში აფეთქება მოხდა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სოხუმში ელექტროსადგურის მახლობლად, საიდანაც ელექტროენერგია აფხაზეთის ტელეცენტრს მიეწოდება, 1 ნოემბერს დილით აფეთქება მოხდა.

“ინტერფაქსის“ ცნობით, აფეთქებამ ნაწილობრივ დააზიანა ელექტროსადგური, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა. ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.  

მსგავსი/Related

Back to top button