ახალი ამბები

შავის ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის წარმომადგენლები სოჭში მართავენ შეხვედრას

დღეს სოჭში გაიხსნება შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელთა მეხუთე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს. შეხვედრაზე, რომელიც 4 ნოემბრამდე გაგრძელდება, განიხილება რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.


საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, პარალელურად დაგეგმილია საქართველოსა და რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახურების წარმომადგენელთა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განიხილება შავი ზღვის აკვატორიაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებების საკითხები.


ასევე დაგეგმილია მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე 2005 წლის გეგმის დამტკიცება, რომელიც საქართველოსა და რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახურების მიერ ერთობლივად უნდა განხორციელდეს.

მსგავსი/Related

Back to top button