ახალი ამბები

სოხუმი აფხაზეთში ქართული მხარის შესაძლო “შეჭრაზე“ საუბრობს

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ “ინტეფრაქსს“ განუცხადა, რომ ქართული მხარე “აფხაზეთში შეჭრისათვის“ ემზადება.


“ინტერფაქსის“ განცხადებით, ვიაჩესლავ ეშბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან მოყვანილი იმ ინფორმაციის ფონზე, რომ “ხდება ქართული ჯარების კონცენტრაცია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთის მეზობლად“.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ და სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორმა გიგი უგულავამ უკვე უარყვეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებები.       

მსგავსი/Related

Back to top button