ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 1 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. “განხილვის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები იქნება“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 30 ოქტომბერს. 


ნინო ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვში 30 ოქტომბერს გაემგზავრა, ასევე შეხვდება თავის რუს კოლეგას ბორის გრიზლოვს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს.

Back to top button