ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 1 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის დეტალებს განიხილავს. შეხვედრა 5 ნოემბერსაა დაგეგმილი.    


გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასევე იმყოფება მოსკოვში. 1 ნოემბერს იგი საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. დაგეგმილია ასევე მოლაპარაკებები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან.

მსგავსი/Related

Back to top button