ახალი ამბები

ლავროვი: რუსეთი სოხუმს არსებული სიტუაციის უსწრაფესი დარეგულირებისკენ მოუწოდებს

რუსეთი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებას რეგიონში არსებული სიტუაციის უსწრაფესი დარეგულირებისკენ მოუწოდებს.


“რაც უფრო ჩქარა მოგვარდება საკამათო საკითხები აფხაზეთში, მით უფრო სწრაფად დაუბრუნდებიან სოხუმი და თბილისი მოლაპარაკებების მაგიდას, რუსეთის ხელისუფლების და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


“ჩვენ არ ვართ გულგრილნი რეგიონში არსებული სიტუაციის მიმართ. რუსეთი თვალყურს ადევნებს აფხაზეთში არსებულ ვითარებას. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია წყნარ ვითარებაში დარეგულირდება”, დასძინა მინისტრმა.  

Back to top button