ახალი ამბები

აფხაზი მოსამართლის აღიარებით, იგი აიძულეს შეეცვალა გადაწყვეტილება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი აკაბამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი აიძულეს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად გამოცხადების თაობაზე და გაეუქმებინა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.


ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, 28 ოქტომბერს გვიან ღამით უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და სერგეი ბაღაფში პრეზიდენტად გამოაცხადა. ამას შედეგად სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მომხრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ.


“ხალხი სასამართლოს შენობაში შემოიჭრა. აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა მუშაობა და იძულებული გავხვდი გადაწყვეტილება შემეცვალა, რათა ის ხალხი გადამერჩინა ფიზიკურად, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ“, განაცხადა აკაბამ სპეციალურ ბრიფინგზე.


უზენაესი სასამართლოს განკარგულებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი თვის ვადაში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩაატაროს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ამას პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა ითხოვდა.   



 

მსგავსი/Related

Back to top button