ახალი ამბები

ქართველი დეპუტატები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან

საქართველოს პარლამენტის 45-კაციანი დელეგაცია 29 ოქტომბერს უკრაინაში გაემგზავრება, სადაც 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მონიგორინგს განახორციელებს.


უკრაინის პარლამენტის თხოვნის საფუძველზე ჩასული საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოთხ ქალაქში დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას.


ქართული დელეგაცია უკრაინაში ოთხ დღეს დაჰყოფს.

Back to top button