
ახალი ამბები
თურქეთს საქართველოსთან ვაჭრობის გაორმაგება სურს
საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა და ამავდროულად პრემიერ-მინისტრის მოადგილემ აბდულატიფ სენერმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ თურქეთი სურს გაზარდოს საგარეო ვაჭრობა საქართველოსთან არსებული 420 მილიონი აშშ დოლარიდან 1 მილიარდამდე წელიწადში, აცხადებს თურქეთის საინფორმაციო სააგენტო “ანატოლია“.
სენერი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება, რომელიც თბილისში 29 ოქტომბერს გაიმართება.
თურქეთის სახელმწიფო მინისტრს თურქმა ბიზნესმენებმა მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში არსებული პრობლემების თაობაზე, რომლებიც ძირითადად საბანკო სექტორს და სატრანსპორტო საკითხებს უკავშირდება.