
ახალი ამბები
ორმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
დღეს, დაახლოებით 12:05 საათზე საქართველო-რუსეთის საზღვრის “გირევის” მონაკვეთზე, კერძოდ ქერიგოსა და იუქერიგოს უღელტეხილების რაიონში რუსეთის ფედერაციის კუთვნილმა მი-8 და კა-52 ტიპის ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
“ეს ფაქტი სასაზღვრო პატრულმა დააფიქსირა”, იუწყება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, საფრენმა საშულებებმა დაახლოებით 20 წუთი დაჰყვეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, რომლის დროსაც საჰაერო დაზვერვას აწარმოებდნენ. ამის შემდეგ უკან გაფრინდნენ.
დღესვე სოჭში დსთ-ს ქვეყნების სასაზღვრო უწყებათა საბჭოს 52-ე სხდომა გაიხსნა, სადაც ქართული დელეგაციაც იღებს მონაწილეობას.