ახალი ამბები

თბილისს გაყინული კონფლიქტების შემსწავლელი საერთაშორისო დელეგაცია სტუმრობს

28-30 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტს განახორციელებს გაყინული კონფლიქტების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწეები, დიპლომატები, წამყვანი ევროპული და ამერიკული გაზეთების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები.


ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან და ასევე მთავრობის წევრებთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, დელეგაცია ეწვევა ცხინვალის რეგიონსა და პანკისის ხეობას, მოინახულებს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის ბაზებს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე.


 

Back to top button