We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში უკან დაიწია

პარიზის მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის “Reporters Sans Frontieres” (ჟურნალისტები საზღვრების გარეშე) მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველოს 94-ე ადგილი უჭირავს. მოხსენება 167 ქვეყანაში პრესის თავისუფლების ხარისხს ეხება.


გასული წლის ანალოგიურ მოხსენებაში, რომელიც 166 ქვეყანას მოიცავდა, საქართველოს 73-ე ადგილი ეკავა.


დსთ-ს ქვეყანათა შორის საქართველოს წინ უსწრებს სომხეთი, რომელსაც 83 ადგილი უკავია, მაშინ როცა შარშან სომხეთი 90-ე ადგილზე იყო.   


 

Back to top button