ახალი ამბები

კობა ნარჩემაშვილს უზენაესმა სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კობა ნარჩემაშვილს დღეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


კობა ნარჩემაშვილი 24 ოქტომბერს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს.


ნარჩემაშვილი, რომელსაც მინისტრის თანამდებობა 2001-2003 წლებში ეკავა, საბაჟო წესების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საქმე ეხება აზერბაიჯანიდან ცრემლსადენი გაზის შემოტანის მცდელობის ფაქტს, ასევე მანქანების უკანონოდ შემოყვანის ფაქტებს.


თუმცა, ნარჩემაშვილის ადვოკატების განცხადებით, ყოფილი მინისტრის დაკავება პოლიტიკურ საფუძველზე მოხდა.     

Back to top button