
ახალი ამბები
აზერბაიჯანი და მოლდოვა სუუამის საქმიანობას მიესალმებიან
აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტებმა მზადყოფნა გამოხატეს გააძლიერონ თანამშრომლობა სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლოდოვა) ფარგლებში.
“გარკვეული პროექტების განხორციელებამ სუუამის ფარგლებში შეცვალა მოლდოვას სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ“, განაცხადა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა“ 26 ოქტომბერს მოლდავეთის პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
“ეს ორგანიზაცია კარგი საშუალებაა ინტეგრაციული პროცესების გასაღრმავებლად“, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.