
ახალი ამბები
საქართველოს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი ეწვია
25-27 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტად იმყოფება ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი, ელჩი როლფ იკეუსი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 ოქტომბერს დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან და სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ხაინდრავასთან.
ვიზიტის ფარგლებში 25 ოქტომბერს ელჩი დაესწრო კონფერენციას, რომელზედაც განხილულ იქნა ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები განათლების, ენისა და კულტურის სფეროში, ასევე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი სამოქალაქო ინტეგრაციის საქმეში.