ახალი ამბები

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადები შემცირდა

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვიანი ვადის 12 თვემდე შემცირებას ითვალისწინებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნით მესამე მოსმენის წინ კანონპროექტს კიდევ ერთი დათქმა დაემატა, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებული ნორმები 2004 წლის საშემოდგომო გაწვევაზეც გავრცელდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2004 წლის საშემოდგომო გაწვევის აქტიური ეტაპი 25 ოქტომბერს დაიწყო.

Back to top button