
ახალი ამბები
სერგეი ლავროვი თბილისში ვიზიტს გეგმავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოსვლას გეგმავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროს წარმომადგენელი ბორის მალახოვი აცხადებს, რომ ლავროვი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისსაც ეწვევა.
“თუმცა, ვიზიტის ზუსტი დრო ჯერ არ არის განსაზღვრული”, განაცხადა მალახოვმა.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის პოლიტიკურ დიალოგს, მალახოვის თქმით, პროცესი სხვადასხვა მიმართულებით პროგრესულად ვითარდება, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური წინადადებების შემუშავების კუთხით.