
ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებენ ბრალს
გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, რომელიც 24 ოქტომბერს დააპატიმრეს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდო ბრალი.
ნარჩემაშვილი, რომელსაც მინისტრის თანამდებობა 2001-2003 წლებში ეკავა, საბაჟო წესების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საქმე ეხება აზერბაიჯანიდან ცრემლსადენი გაზის შემოტანის მცდელობის ფაქტს, ასევე მანქანების უკანონოდ შემოყვანის ფაქტებს. ნარჩემაშვილის ადვოკატების განცხადებით, ნარჩემაშვილის დაკავების საჭიროება არ არსებობდა, რადგანაც იგი ყოველთვის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არასოდეს ამბობდა უარს დაკითხვაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 25 ოქტომბერს უარყო, რომ ნარჩემაშვილის დაკავება პოლიტიკურ საფუძველზე მოხდა.