ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენცია თბილისში

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმოცდაათზე მეტი ჟურნალისტი თბილისში 25-26 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის მედიის პირველ კონფერენციაზე მათ ქვეყნებში მედიის განვითარების საკითხებს განიხილავს.


ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია ეუთო, ხოლო წამყვანი – ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარაშტი. ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონმდებლობა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხები მსჯელობის ძირითადი საგანი იქნება.


ღონისძიებას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ეუთოს ელჩი საქართველოში როი რივი და ეუთოს მედიის წარმომადგენელი მიკლოშ ჰარაშტი, ნათქვამია ეუთოს მისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.



 

Back to top button