We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სულხან მოლაშვილი პატიმრობაში რჩება

უზენაესმა სასამართლომ 23 ოქტომბერს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს წინასწარი პატიმრობა ერთი თვით და 10 დღით გაუგრძელა.


მოლაშვილი, რომელსაც 3 მილიონი ლარის მითვისებაში ედება ბრალი, წინასწარ პატიმრობაში უკვე ექვსი თვეა იმყოფება.


სულხან მოლაშვილის ადვოკატების და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მათი თქმით, მოლაშვილი წინასწარი დაკავების საკანში სასტიკად აწამეს.


 

Back to top button