
კოკოითი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ცნობით, 22 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა შეხვედრა გამართა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების გზები, ასევე 20 ოქტომბერს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შედეგები და ნოემბრის პირველ დეკადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსალოდნელი შეხვედრა ედუარდ კოკოითთან.
21 ოქტომბერს კი ლოშჩინინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღო საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვალერი ჩეჩელაშვილი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას ლოშჩინინმა ცალსაცად დააფიქსირა რუსეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ.