ახალი ამბები

გაეროს და ეუთოს მოხსენება, თუ რა გავლენას ახლენს გარემოზე ზემოქმედება კონფლიქტებზე

გარემოს დეგრადაციამ და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში კონკურენციამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს წინააღმდეგობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტურ ზონებში, ნათქვამია ეუთოს, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.


მოხსენების მიხედვით, საომარი სიტუაცია ისეთ ადგილებში, როგორიცაა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიები, მნიშვნელოვნად აფერხებს ნარჩენების მართვას და გადამუშავებას, ასევე საირიგაციო და ჰიდროელექტროსადგურების ჯებირების ტექნიკურ უზრუნველყოფას და განახლებას, ნათქვამია მოხსენებაში “გარემო და უსაფრთხოება: რისკის ტრანსფორმაცია თანამშრომლობაში – სამხრეთ კავკასიის მაგალითი“.


“ეკოლოგიური შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ უარეს შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედებამ და კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის უსაფრთხოებას“, აცხადებს ფრიც შლინგემანი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორი.


მოხსენებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული რამოდენიმე პრობლემა, მათ შორის კონფლიქტების ზონებში ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობა, ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი პრობლემების მართვა და სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქების სწრაფი განვითარება, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოზე. 

Back to top button