ახალი ამბები

თბილისში გარემოსდაცვითი კონფერენცია გაიხსნა

თბილისში 21-22 ოქტომბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტ“-ში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის გარემოს დაცვის მინისტრების კონფერენცია ტარდება.


კონფერენცია დღეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა თამარ ლებანიძემ და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გახსნეს.


ჟვანიამ ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას საქართველოსთვის, რომელიც მისი თქმით, “გარდამავალ პერიოდში“ იმყოფება და რომელიც “გასული წლების კორუფციულ დანატოვარს ებრძვის“. 



 

Back to top button