
ახალი ამბები
სააკაშვილი მზადაა მოლაპარაკებების გასამართად ცხინვალში ჩავიდეს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები უსასრულოდ გაგრძელდეს.
იგი მზად არის თავად ჩავიდეს ცხინვალში და შეხვდეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ იქნება ამის საჭიროება. “არ შეიძლება მოლაპარაკების პროცესისის გაჭიანურება”, განაცხადა პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სოჭში დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი უნდა წარიმართოს კონფლიქტის სამართლებრივ დარეგულირებაზე.