ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი გერმანიას ეწვევა

21-22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშკა ფიშერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ თიერზესთან, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრთან ჰაიდემარია ვიეჩოკერ-ციოლთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


შეხვედრების დროს საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხებს.


 

მსგავსი/Related

Back to top button