
ახალი ამბები
ნანული შევარდნაძე გარდაიცვალა
დღეს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილი.
75 წლის ნანული შევარდნაძე გულის შეტევით საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
რუსული ენის სპეციალისტი და ჟურნალისტი ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილი საქველმოქმედო ფონდის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” დამაარსებელი იყო.
ედუარდ შევარდნაძე 19 ოქტომბერს მიუნხენში გაემგზავრა ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტია გადადგომის შემდეგ.