skip to content
ახალი ამბები

აფეთქება თბილისის ცენტრში







ასაფეთქებელი ნივთიერება ურნაში
იყო მოთავსებული. 
დღეს გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში აფეთქება მოხდა. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქდა დაახლოებით 400 გრამი ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.


აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი იქნა წერილი საქართელოს პრეზიდენტის სახელზე. 


“აფეთქებულია 400 გრამი ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ-ერთ ურნაში იყო მოთავსებული. ასევე ვიპოვეთ წერილი, რომელიც სავარაუდოდ აფეთქებას უკავშირდება”, განუცხადა უშიშროების სამინისტროს საგამომძიებლო განყოფილების უფროსმა დავით როგავამ “სივილ ჯორჯიას”.


“წერილი, რომელიც ნუსხურ ენაზეა დაწერილი, პრეზიდენტის სახელზეა. ამჟამად, ჩვენი ექსპერტები წერილს ამოწმებენ”, დასძინა მან.


სამართალდამცავთა განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button