
ახალი ამბები
“ბრითიშ პეთროლიუმი” დამატებით 10 მლნ დოლარს გამოყოფს
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და კომპანია “ბრითიშ პეთროლიუმის“ (BP) წარმომადგენლებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაცვას ითვალისწინებს.
უსაფრთხოების ოქმი, რომელსაც მხარეებმა ხელი ბორჯომში 10 ოქტომბერს მოაწერეს, გულისხმობს მილსადენის დაცვის უზრუნველყოფას და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვას.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კომპანია დამატებით 10 მლნ აშშ დოლარს გრანტის სახით გამოყოფს, რაც სოციალური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.