ახალი ამბები

ჟვანია კოკოითს ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის პირობით შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ რეგიონის სრული დემილიტარიზაცია განხორციელდება.
 
“ოსური უკანონო ფორმირებების ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ სამხრეთ ოსეთის სტატუსზე სასაუბროდ მზად ვარ შევხვდე კოკოითს”,  განაცხადა  დღეს ზურაბ ჟვანიამ.
 
“ამის შემდეგ კი უკვე უნდა დაიწყოს ეკონომიკური პროექტების განხილვა, პირველ რიგში კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა(რაც 1990-91 წწ კონფლიქტის შემდეგ გაჩერებულია)“, დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
 
ჟვანიასა-კოკოითის შეხვედრის თემა ბოლო პერიოდში ჩატარებული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. თუმცა მხარეები შეხვედრის ზუსტ დროზე და ადგილზე ვერ შეთანხმდნენ.

Back to top button