ახალი ამბები

აფხაზეთის ცსკ უზენაეს სასამართლოს მიმართავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რვა წევრმა 19 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 და 11 ოქტომბერს მიღებული ცსკ-ს ოქმები “აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შესახებ“ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ვიდრე სამართლებლივი”, აცხადებს “აფსნიპრესი“.  


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზემოთხსენებული ოქმები მიღებულ იქნა “რთულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა თავიდან აგვეცილებინა საზოგადოებრივი დაპირისპირება“.


განცხადებას ხელს აწერს კომისიის რვა წევრი ყოფილი თავმჯდომარის სერგეი სმირის ჩათვლით.


 

Back to top button