ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე რუმინეთში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა. მას თან ახლავს საპარლამენტო დელეგაციაც.


ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუს, სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.


საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.


ვიზიტი 22 ოქტომბერს დასრულდება.

Back to top button