
ახალი ამბები
ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტად ნიკოლოზ ვაშაკიძე დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ამ დრომდე ნიკოლოზ ვაშაკიძე ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა.
ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ დანიშნული ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გია ჭანტურია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს გაათავისუფლა თანამდებობიდან. ამჟამად გია ჭანტურია ბაქოს ნავთობკორპორაციაში მუშაობს.