ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ელჩები სააკაშვილს შეხვდნენ

პრეზიდენტი სააკაშვილი 19 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აშშ-ის ელჩებს შეხვდა და რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია განიხილა.


აშშ-ის ელჩმა სომხეთში ჯონ მ.ევანსმა, აზერბაიჯანში – რემო ჰარნიშმა და საქართველოში რიჩარდ მაილსმა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის კონფლიქტების საკითხებში სტივენ მანმა საქართველოს პრეზიდენტთან ენერგეტიკის, კონფლიქტების მოგვარების და საზღვრის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.  

Back to top button