ახალი ამბები

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დამოუკიდებელი პრესა იზღუდება

გაზეთების “ეხო აფხაზიის“, “ჩეგემსკაია პრავდას“, “ნუჟნაია გაზეტას“ და “დელოვაია აფხაზიას“ რედაქტორებმა დღეს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ უკრძალავენ გაზეთების გამოცემას, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.


რედაქტორთა განცხადებით, სტამბები “ტექნიკური მიზეზის“ მოტივით უარს აცხადებენ დაბეჭდონ ის გაზეთები, რომლებიც ცნობილია თავიანთი ოპოზიციური განწყობით სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მიმართ. მათი თქმით, სახელმწიფო ტელევიზიაზე ცენზურა ახალი პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას პირდაპირი ინსტრუქციის საფუძველზე ხორციელდება.


 

Back to top button