ახალი ამბები

არაღიარებული აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ალა ავიძბამ 18 ოქტომბერს რეგიონში “რთული პოლიტიკური ვითარების” მოტივით თანამდებობა დატოვა, აცხადებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები “იტარ-ტასი“ და “რია ნოვოსტი“.


აფხაზეთის უზენაესი სასამართლო 19 ოქტომბერს პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელს განიხილავს. ხაჯიმბა აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად.  

მსგავსი/Related

Back to top button