ახალი ამბები

აჭარაში რუსი ჯარისკაცები დააკავეს

ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის სამი ჯარისკაცი 17 ოქტომბერს ღამით დააკავეს. მათ ძარცვაში ედებათ ბრალი. 


აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა საჭირო საგამომძიებლო პროცედურა, მათ შორის დაკავებულთა ჩხრეკაც, რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის თანდასწრებით განხორციელდა. 

Back to top button