ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის მოვლენებში ჩარევას არავის ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად აფხაზეთში რთული ვითარებაა.“ჩვენ მტრებს აფხაზეთში არჩევნების შედეგებით კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. იქ რთული ვითარებაა, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ”,  განაცხადა დღეს ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
 
“არავის ვურჩევ ამ ვითარებაში ჩარევას, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხებას”, დასძინა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, ქართული მხარის მიზანია ნორმალური ვითარება აღდგეს აფხაზეთში.


პირველი კომენტარი აფხაზეთში განვითარებულ პროცესებზე პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს გააკეთა და დაგმო 3 ოქტომბერის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა დასძინა, რომ აფხაზეთში “ანტიქართულ ძალებს არჩევნების საკუთარი სცენარით ჩატარება არ გამოუვიდათ”.

Back to top button