skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშის მხარდამჭერებმა სოხუმში საპროტესტო აქცია გამართეს

სოხუმში 14 ოქტომბერს საყოველთაო სახალხო შეკრება გაიმართა ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მხარდასაჭერად, რომელიც დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადა. საპროტესტო აქციის მონაწილენი მოითხოვდნენ უფლება მიეცათ ბაღაფშისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილებანი განეხორციელებინა, აცხადებს რუსეთის ტელეკომპანია “НТВ“.


ინფორმაცია მიტინგის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულია. ბაღაფშის მხარდამჭერთა თქმით, შეკრებაში 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოპონენტთა განცხადებით, აქციაში მხოლოდ 5-7- ათასი კაცი მონაწილეობდა.


აფხაზეთის თვითგამოცხაებული რესპუბლიკის ცსკ-მ 14 ოქტომბერს გადადო სახელისუფლებლო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელის მოსმენა. ამ უკანასკნელმა გააპროტესტა ცსკ-ს მიერ ბაღაფშის გამოცხადება არჩეულ პრეზიდენტად.


აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ალა ავიცბამ განაცხადა, რომ სასამართლო მას შემდეგ დაიწყებს მოსმენას, რაც დაინიშნებიან ცსკ-ს ახალი წევრები. ცსკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა, სამ სხვა წევრთან ერთად თანამდებობა 11 ოქტომბერს დატოვა ბაღაფშის მომხრეების მხრიდან ზეწოლის მოტივით.     

მსგავსი/Related

Back to top button