ახალი ამბები

ცხინვალი თბილისს სამხედრო მზადებაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 14 ოქტომბერს ქართული მხარე კონფლიქტის ზონის მახლობლად დამატებითი ჯარების მობილიზებაში დაადანაშაულა.


“კონფლიქტის ზონის მახლობლად განლაგებული ქართული ჯარები სამხედრო საინჟინრო სამუშაოებს და დაზვერვას ახორციელებენ. სოფელ აგარაში, 21-ე მოტომსროლელი ბრიგადა ტაქტიკურ წვრთნებს ატარებს მთიან და ტყიან ადგილებში სამხედრო ოპერაციების განხორციელების მიზნით“, ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“ქართული ჯარები სამხედრო ოპერაციის განხორციელებისთვის ემზადებიან … თბილისს ჯერ არ უთქვამს უარი თავის გეგმებზე ძალისმიერი მეთოდით მოაგვაროს კონფლიქტი“, ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button