ახალი ამბები

რუსი მინისტრი სომხეთს მოუწოდებს რუსეთთან ირანის გავლით ივაჭროს

რუსეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა იგორ ლევიტინმა ურჩია სომხეთის მთავრობას რუსეთთან ასტრახან-ენზელის (ირანი) საზღვაო მარშრუტით დაამყაროს სავაჭრო ურთიერთობა. ლევიტინი გამოეხმაურა სომხეთის მთავრობის უკმაყოფილებას ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, რაც საგრძნობლად აფერხებს რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.


რუსი მინისტრის თქმით, “30-40 დღეა საჭირო ზემო ლარსის საგუშაგოზე სპეციალური ოპერაციების დასრულებისთვის“. სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “მედიამაქსის“ ცნობით, “ეს ოპერაციები მიზნად ისახავს ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირებისა და მანქანების გადასვლის აღკვეთას რუსეთის ტერიტორიაზე“.


ალტერნატიული ვარიანტის სახით, ლევიტინმა შესთავაზა სომხეთს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა. მისი თქმით, სომხეთი და რუსეთი მზად არიან ამისათვის, ხოლო საქართველოს პოზიცია არამართებულად “პოლიტიზირებულია“. “თუ საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს ამგვარ მზადყოფნას, საკითხი უფრო მალე მოგვარდება“, განაცხადა ლევიტინმა.         



 

Back to top button