
ახალი ამბები
აშშ თბილისს სამხრეთ ოსეთში მშვიდობისკენ მოუწოდებს
აშშ-ის ელჩი რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუ რუსულ ინტერნეტ გამოცემა “გაზეტა.რუ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “მკაცრად მოსთხოვა“ საქართველოს ხელისუფლებას რბილი პოლიტიკა გაატაროს სამხრეთ ოსეთში “აგვისტოს ინციდენტის შემდეგ, როდესაც [რუსი დეპუტატის ანდრეი] კოკოშინის ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს“.
რუსეთის სათათბიროს დსთ-ს ქვეყნებთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას 3-4 აგვისტოს ეწვია. კოკოშინის განცხადებით, მის ესკორტს ქართული პოზიციებიდან გაუხსნეს ცეცხლი.
მაშინ, ქართულმა მხარემ დაგმო კოკოშინის განცხადებები და მას “პროვოკაცია“ უწოდა.