ახალი ამბები

აფხაზეთის ტელევიზიის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტელევიზიის მთავარმა რედაქტორმა ოთარ ლაკრბამ და 20-მდე ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარი განაცხადეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებზე ზეწოლას პრეზიდენტობის კანდიდატების რაულ ხაჯინბასა და სერგეი ბაღაფშის საარჩევნო შტაბები ახორციელებენ.


“ჩვენ წინააღმდეგი ვართ ასეთ რეჟიმში მუშაობის. გვინდა ობიექტურად გავაშუქოთ მოვლენები, არადა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას გვავალებენ”, დასძინა ოთარ ლაკრბამ.

Back to top button