
ახალი ამბები
პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო
12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 133 ხმით, ერთხმად დაუჭირა დადგენილებას მხარი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს “უსაფრთხოების კონცეფციის” შექმნას ავალდებულებს. დადგენილების ინიციტორი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა იყო.
უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ამ დრომდე ქვეყანას არ გააჩნდა, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს.