
ახალი ამბები
სავალუტო ფონდის მისია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს მართავს
თბილისში მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია პაოლო ნეოჰაუსის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში შეხვედრებს მართავს. დღეს ფონდის მისია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირაკლი მანაგაძეს შეხვდა.
დღესვე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაც, სადაც განიხილება კანონპროექტი 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, ასევე 2004 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და სოციალური ვალდებულებების დაფინანსების მდგომარეობა. მსჯელობა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტსაც შეეხება.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოშო ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს.