ახალი ამბები

ეუთო მიესალმა ქართველი დეპუტატების მიერ ეთიკის კოდექსის მიღებას

ქართველმა პარლამენტარებმა 12 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს იმ პრინციპებსა და ქცევის ნორმებს, რომლითაც დეპუტატებმა მათი საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელონ. დოკუმენტი ეუთოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსფერენსი ინტერნეიშენელის“ მხარდაჭერით შემუშავდა.


საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი მიესალმა პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის მიღების ფაქტს, როგორც დემოკრატიული ღირებულებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, ნათქვამია ეუთოს მისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


“მივესალმები პარლამენტის სურვილს გააფართოვოს მისი ორგანიზაციული სიმძლავრეები და გამჭირვალობა“, განაცხადა როი რივმა.  

როი რივის განცხადებით, ეუთოს მისიის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით 2005 წელს ექსპერთა ვიზიტია დაგეგმილი, რომლებიც ქართველ პარტნიორებთან იმუშავებენ, რათა განისაზღვროს რეფორმების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური დახმარებების სახეობა.

მსგავსი/Related

Back to top button