ახალი ამბები

ბურჯანაძე რუს კოლეგებთან პირისპირ დიალოგის სურვილს გამოთქვამს

დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არ გაურბის რუს კოლეგებთან პირისპირ დიალოგს, “პირიქით მე არაერთხელ მოვიწვიე სათათბიროს საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის ჩემი კოლეგა ბორის გრიზლოვი, საქართველოში”.


ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ორმხრივ ფორმატში ესაუბროს რუსეთის სათათბიროს ყველა იმ კრიტიკულ და მწვავე საკითხებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაგროვდა.


“თუ ჩვენი კოლეგები თავად ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, მზად ვართ, რომ ჩვენი დელეგაცია გავაგზავნოთ მოსკოვში”, განაცხადა 12 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პარლამენტში აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსმა დეპუტატემბა 7 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გამართული დებატებისას ქართველ კოლეგებს პრობლემური საკითხების ორმხრივ ფორმატში განხილვისაკენ მოუწოდეს.

მსგავსი/Related

Back to top button