ახალი ამბები

კორუფციაში ეჭვმიტანილი მოსამართლე დააკავეს

დღეს სამართალდამცავებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსამართლე ალექსანდრე ტალიაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალი 500 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში ედება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, არსებობს ქრთამის აღების ამსახველი ვიდეო-კადრები. ოპერაცია გენერალურმა პროკურატურამ და უშიშროების სამინისტრომ ერთობლივად განახორციელეს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button