ახალი ამბები

საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტში კორუფცია ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი.


“არ ვარ კმაყოფილი იმის გამო, რომ ახალი თავჯდომარის დროს ბოლომდე ვერ მოხდა კორუფციის აღმოფხვრა”, განუცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის კრიტიკის გამო შესაძლოა თანადებობდა დატოვოს დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი გოდაბრელიძემ, თუმცა მას ჯერ განცხადება არ დაუწერია.


მიხეილ სააკაშვილმა საბაჟო დეპარტამენტში კორუფციის არსებობის შესახებ განცხადება 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გააკეთა და თავმჯდომარეს ერთი თვის ვადა მისცა ბიუჯეტის სასარგებლოდ 15-20 მლნ ლარის შეტანისათვის. “წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თანამდებობას დატოვებს”, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button